შეხვედრა დისტრიბუტორთა ასოციაციასთან
ShareTweet ამერიკის… ShareTweet
19/05/202210 / 12 / 2013
სემინარს უძღვებოდა ეთერ მათურელი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, გაერთიანების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე. სემინარის მუშობაში ასევე მონაწილეობდა მანანა გელაშვილი – საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.
სემინარზე ქალთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ, შსო 183-ე კონვენციის ”დედობის დაცვის” რატიფიცირების აუცილებლობასა და ადგილებზე ქალთა უფლებების გაფართოების საკითხებზე ვრცელი ინფორმაცია გააკეთა ეთერ მათურელმა.
საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალთა შრომით საკითხებს და ამ სფეროში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა მანანა გელაშვილმა.
გაიმართა დისკუსია. სემინარის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს გენდერულ თანასწორობაზე, დასაქმებულების მიერ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს შრომის ანაზღაურებაზე, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში დაცვის მექანიზმების შემუშავებაზე და სხვა.
სემინარზე შეფასება მიეცა ქალთა უფლებების სფეროში არსებულ მდგომარეობას და დაისახა პრობლემების გადაჭრის გზები.