ქალთა დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე
26 / 11 / 2013
“ჯერ კიდევ ცოტა ქვეყანაა ისეთი, რომელიც აქვს ისეთი შრომის კანონმდებლობა რომელიც იცავს, მოუწოდებს და გამოდის გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგი სამუშაო ადგილებზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია აბსოლუტურად ავსებს ამ ნაპრალს, ის ზრდის ქალებისა და გოგონების ძალადობისგან დაცვის ხარისხს.“ – განაცხადა საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა, შარონ ბაროუმ.
ქალები აწყდებიან წინააღმდეგობებს, როგორც ფიზიკურ, ისევე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და სექსუალურ ძალადობას სამუშაო ადგილებზე. ეს პრობლემები ძალიან ხშირად არ არ ხმაურდება შიშის გამო. მოქმედებს ე.წ. “ჩვენთან ასე არ ხდება“ პოლიტიკა. შსო-ს კონვენცია იქნება მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ კონვენციის მხარდაჭერა გადაარჩენს მილიონობით დოლარს, რომელიც იხარჯება ყოველწლიურად ჯანდაცვაში ქალთა მიმართ ძალადობიდან გამომდინარე გამოწვეული არაპროდუქტიულობიდან და ავადმყოფობის გამო შვებულებაში გასვლის შემთხვევებში.
პროფკავშირები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოდიან ქალთა ძალადობის წინააღმდეგ სამუშაო ადგილებზე. მათ შორის იმ დარგის პროფკავშირები, სადაც დასაქმებულთა უმეტესობა კაცია. ამის მაგალითია ავსტრალიის მშენებელთა პროფკავშირი.