ქალებო გაიღვიძეთ , აღმოაჩინეთ თქვენი უფლებები!

 

“ქალი რო მოგეწონება და შენთვინ რო გინდა”, “სახლისთვინ რო გინდა” – აი, ასე ესმით საქართველოში ქალთა უფლებები

ქალებს უყვართ ბევრი ლაპარაკი ყველაფერზე, მათ საკუთარ უფლებებზე კი ცოტა. სიტყვები „ქალი და პოლიტიკა“ ბევრ ადამიანში იწვევს უარყოფით რეაქციას. ამბობენ, რომ ქალის ადგილი არა პოლიტიკაში, არამედ სამზარეულოშია.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებათა ნაწილია, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

მამაკაცების კეთილი ნების იმედად დარჩენილ ქალებს  მთელ მსოფლიოში მრავალი წელი მოუწიათ ასპარეზის გაფართოებისთვის ბრძოლა.  მათ უნდა დაემტკიცებინათ, რომ ემოციები,ინტუიცია, წარმოსახვა, პირადი გამოცდილება თანაბრად მნიშვნელოვანია/სასარგებლოა ოჯახსა და საზოგადოებაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქალებმა ეს უფლებები საკმაოდ ახლო წარსულში მოიპოვეს, მათ მოკლე დროში შეაღწიეს და კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრეს ყველა იმ სფეროში, რომელიც აქამდე მხოლოდ მამაკაცის პრივილეგიად ითვლებოდა. დღეს უკვე ხელშესახები ფაქტებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ სქესთა არათანაბარი გადანაწილება ხელოვნებისა თუ მეცნიერების სხვადასხვა დარგებში გამოწვეული იყო არა მამაკაცთა თანდაყოლილი უპირატესობით, არამედ ქალებისათვის სათანადო რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით. დღეს ქალები მთელი მსოფლიოს მუშახელის თითქმის ნახევარს შეადგენენ და ძალიან ხშირად წამყვან თანამდებობებზეც გვხვდებიან ,მაინც დიდი პროცენტი მიიჩნევს, რომ “ქალი უფრო მეტად ფასობს ოჯახით, ვიდრე სამსახურში წარმატებით“. ასევე ახსნებენ ტერმინს „კავკასიური“ და „ქართული
მენტალიტეტი“, რომელიც ქალის მთავარ ფუნქციად ოჯახის მოვლას მიიჩნევს და კაცს ქალთან
შედარებით უპირატესობას ანიჭებს. ეს სტერეოტიპული მიდგომაა და ხელს უწყობს ქვეყანაში ქალთა მიმართ უთანასწორო მოპყრობის წახალისებას.

გენდერული უთანასწორობა ნამდვილად რეალობაა საქართველოში, თავმოყვარე, განათლებულ მამაკაცს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ამბიცია ის დააფასონ თავისი ინტელექტუალური თუ პიროვნული მიღწევების, და არა სქესის გამო.ის რომ გენდერული თანასწორობა არ გულისხმობს კაცების ჩაგვრას და ქალების კაცებზე უპირატესობას, ან იმას, რომ ქალმა უარი უნდა თქვას დიასახლისობაზე, ბავშვების გაჩენაზე ან მოვლაზე ის არ გულისხმობს კაცების და ქალების იდენტურობას, არამედ იმას, რომ ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, უნდა ჰქონდეს თავისუფლება აირჩიოს თავისი ცხოვრების ბედი საზოგადოების მხრიდან დაღის დასმის შიშის გარეშე… და, რაც მთავარია, უნდა გავითავისოთ ის, რომ გენდერული თანასწორობა ყველა სფეროში წინსვლის და წარმატების გარანტიაა. გათხოვების შემდეგ ქალმა არ უნდა დაკარგოს საკუთარი შემოსავალი , მას საკუთარი შრომით მიღებული შემოსავალი უნდა ჰქონდეს მაშინაც, როცა ეს თანხა საერთო-საოჯახოს უმნიშვნელოდ ზრდის. ამ გზით ქალი მოსამსახურის პოზიციიდან  პარტნიორამდე მაღლდება.

ქართული ფონი, რომ ურთიერთობების მხრივ ძალიან მძიმეა ეს უკვე ნათლად ჩანს,  ძლიერი კაცი ეძებს სუსტს , მასზე ნაკლებად ჭკვიან, ნაკლებად მოხერხებულ და გამჭრიახ ქალს, ალბათ  ერთის მხრივ თავისი უპირატესობის მეტად ხაზგასასმელად, მეორეს მხრივ თუ თავადაც სუსტია და ნაკლები ინტელექტის მქონე ან ასეთის საერთოდ არ მქონე,  ნებისმიერ შემთხვევაში მას სურს ქალთან მიმართებაში დიდი უპირატესობა ჰქონდეს ყველა სიტუაციაში, შინ თუ გარეთ..ოჯახში ქალის როლი მკაცრად განისაზღვრება ხოლმე მისი რეპროდუქციული უნარით. ითვლება, რომ რადგან ის ბავშვს აჩენს, მან ბავშვზეც და სხვაზეც უნდა იზრუნოს იმიტომ რომ „ბუნებრივად“ აქვს ზრუნვის უნარი, კაცები თვლიან რომ ქალისგან “პრეტენზიის” გამოხატვა რომელიმე საკითხზე მხოლოდ ჩინური წამების ტვინის ბურღვაა, ჰოდა, ბრალდებებით რომ არ შეგვამკონ,  ქალბატონებო, ჩვენი როლები 5-იანზე შევასრულოთ და მამაკაცისგან იმავეს მოთხოვნის ყველაზე სამართლიანი უფლება მოვიპოვოთ, რადგან ორივე სქესი ბუნების შვილია, და ისე სიღრმისეულად არაფერი აკავშირებს ადამიანს ბუნებასთან   , როგორც ქალის  რეპროდუქციული სისტემა, რომლის  წყალობითაც  ქალი მონაწილეობს  დაბადებისა და სიცოცხლის   მხარდაჭერის მარადიულ პროცესში . ამით ქალი  ბუნების ნამდვილი შვილია, სწორედ ამ ბუნებრივ სიმრთელეშია მისი ძლიერების წყარო.

 

სალომე კარანაძე