ფოთში გაფიცვის მასშტაბები იზრდება
22 / 11 / 2013
გაფიცულთა სამომავლო გეგმები სწორედ ამ აქციაზე გახმაურდება. აქციას შეუერთდებიან, ქალაქ ფოთის აგრარულ ბაზარში დასაქმებულები, ბათუმელი და ქუთაისელი მძღოლები, საქართველის რკინიგზის თანამშრომლები და სხვა დასაქმებულები. გაფიცულები მოლაპარაკებების დასაწყებად მზადყოფნას გამოთქვამენ. თუ მოლაპარაკება არ შედგა ისინი პროტესტის დამატებით ფორმებს მიმართავენ.
ფოთის პორტის მოიჯარე კომპანია “B&P”-ს თანამშრომლები ხელფასების მომატებას, უვადო ხელშეკრულებების დადებას და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ. მოთხოვნებს გუშინ ტერმინალის დირექტორის ჯუმბერ ცომაიას მოხსნაც დაემატა, რომელსაც თანამშრომლები არაადეკვატურ დამოკიდებულებაში და არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ.