შეხვედრა დისტრიბუტორთა ასოციაციასთან
ShareTweet ამერიკის… ShareTweet
19/05/202228 / 05 / 2014
შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ გორისა და კასპის რკინიგზის სადგურებსა და სერვის ცენტრებში დასაქმებული ქალები. სემინარზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა დასაქმებულ ქალთა უფლებები შრომის ახალი კოდექსის მიხედვით, შსო-ს 183-ე დედობის უფლების კონვენცია და საერთაშორისო პრაქტიკა. შეხვედრას ჰქონდა დისკუსიის სახე, რამაც კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ის პრობლემური საკითხები, რომლთა გადალახვაც სამუშაო ადგილებზე დასაქმებული ქალების უმრავლესობას უწევთ. კერძოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში არსებული დისკრიმინაცია, ზეგანაკვეთური შრომა, ბავშვის მოვლის, ორსულობის, მშობიარობის გამო სამსახურის დაკარგვა.
მონაწილეებს დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია იმ უფლებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია როგორც საქართველოს შრომის კოდექსით, ასევე სხვა საერთაშორისო კონვენციებით, გარდა ამისა გაეცნოთ წერილი, რომელიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის მიერ იუსტიციის მინისტრის მიმართაა გაგზავნილი. ეს მოთხოვნა შეეხება შსო-ს 183-ე კონვენციის რატიფიცირებას.
სემინარის ბოლოს კი მოხდა საკითხების შეჯამება, დაისახა მონაწილეთა ამოცანები და მათი გადაჭრის გზები პროფესიული კავშირების მეშვეობით.