შეხვედრა დისტრიბუტორთა ასოციაციასთან
ShareTweet ამერიკის… ShareTweet
19/05/202204 / 04 / 2014
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ აღნიშნა, სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს ატესტაციისა და კონკურსის წესების დადგენილების პროექტის განხილვას და წესების ახლებურად გაწერას. მისივე განმარტებით, წესების ახლებურ გაწერაში არა ძირეული ცვლილებები, არამედ მეტი გამჭვირვალობისათვის გარკვეული შესწორებების შეტანა იგულისხმება. მისივე თქმით, ეს იქნება საწინდარი, რომ კონკურსანტსა და ატესტატს დაქვემდებარებულ მოხელეს ქონდეს მეტი ინფორმაცია პროცესთან მიმართებაში.
ამასთან, იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მრჩეველის, ირმა მიქაძის თქმით, პროექტის მთავარი მიზანია კანდიდატების შერჩევის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად მოხდეს. პროექტი საქართველოს მთავრობას პირველ აპრილამდე უნდა წარედგინოს.
საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიულმა კავშირმა ცოტა ხნის წინ უკვე გააკეთა განცხადება საჯარო სამსაურებში ჩასატარებელ ატესტაციასთან დკავშირებით და ხაზი გაესვა საფრთხეებს, რომლის გამოისობითაც შესაძლებელია სამსახური მრავალმა ადამიანმა დაკარგოს. პროფკავშირი აღნიშნული პრობლემების დასაქმებულებისათვის სასიკეთოდ გადასაწყვეტად ბრძოლას შემდგომშიც აპირებს.