მოგებული დავა ,,სვის კაპიტალის” წინააღმდეგ
ShareTweet თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დაკმაყოფილდა… ShareTweet
25/02/202120 / 08 / 2014
კონგრესის მუშაობაში ვიტალი გიორგაძესთან ერთად მონაწილეობას საქართველოდან ასევე იღებდა, თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე, ბესიკ ხარატიშვილი. ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციამ 43–ე კონგრესზე, ორგანიზაციის პრეზიდენტად კვლავ პადი კრუმლინი აირჩია, გენერალური დირექტორი კი სტეფან კოტონი გახდა. საქართველოს წარმომადგენლები როგორც ITF–ს სრულუფლებიანი წევრები, ხმის უფლებით სარგებლობდნენ და კონგრესზე დელეგატების სტატუსით იღებდნენ მონაწილეობას.
ვიტალი გიორგაძე სოფიაში მსოფლიო სატრანსპორტო პროფკავშირების არაერთ წარმომადგენელს შეხვდა და ამ შეხვედრებზე სამომავლო გეგმებიც დაისახა. “საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს“, ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების კიდევ გაღრმავება აქვს დაგეგმილი.
“ჩვენი ორგანიზაცია მხოლოდ ერთი წელია რაც არსებობს და საერთაშორისო არენაზე უკვე გვიცნობენ. ამის დასტურია ისიც, რომ დაახლოებით ერთი თვის უკან ITF –ს სრულუფლებიანი წევრები გავხდით. სოფიაში ჩემი ჩასვლა იყო პირველი შეხვედრა ამ ორგანიზაციის ფარგლებში, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან იღებდნენ მონაწილეობას ტრანსპორტის პროფკავშირების წარმომადგენლები. მინდა სიამაყით ავღნიშნო, რომ ჩვენი ახალი ორგანიზაცია ბევრისათვის უკვე ცნობილი იყო და ჩვენი საქმიანობის შესახებაც ბევრმა უცხოელმა მეგობარმა იცოდა.
შეხვედრებზე გავიცანი ITF –ს პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და რეგიონალური კოორდინატორები, რომლებიც დამპირდნენ, რომ პროფკავშირული განათლების კუთხით ქართველ რკინიგზელებს გვერდით დაგვიდგებიან და ეს ურთიერთდახმარება მომავალში ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
დღეს ITF–ს წინაშე რამდენიმე გლობალური გამოწვევა დგას. ყველა ვთანხმდებით, რომ დასახვეწია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების საკითხები. ამის მოგვარება დამსაქმებლების ინტერესშიც შედის და ამ კუთხით დამსაქმებლები მრავალ ქვეყანაში წარმატებით თანამშრომლობენ პროფკავშირებთან. თუმცა, გაფიცვის უფლების კუთხით არსებობს პრობლემები ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში და ამ პრობლემების მოსაგვარებლად დიდი ბრძოლაა საჭირო“ – აცხადებს ვიტალი გიორგაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ტრანსპორტის მუშაკთა მსოფლიო პროფკავშირულ მოძრაობასთან თანამშრომლობა ქართველი რკინიგზელების უფლებების დაცვისათვის ბრძოლაში დამსაქმებელთან ურთიერთობების დროს, დამატებითი ბერკეტიც შეიძლება იყოს.