საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ კიდევ ერთი უპრეცედენტო სასამართლო პროცესი მოიგო

მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი, რომელიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გამარჯვებით დასრულდა, შეიძლება ერთ-ერთ საინტერესო და უპრეცენდენტო მოვლენად ჩაითვალოს.

ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა ჰერკულესის 2011 წლის გაფიცვისას, პროფკავშირული ორგანიზაციის სამი ლიდერი, ირაკლი იობიძე, მალხაზ გოგიავა და ემელიანე გუმბერიძე ჯერ სამსახურიდან უკანონოდ გაანთავისუფლეს, ხოლო შემდეგ კი დააპატიმრეს და შეკერილი ბრალდებების საფუძველზე 10-10 დღით საპატიმროშიც გამოკეტეს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მაშინვე წამოიწყო სასამართლო დავა ლიდერების სამართლებრივი ინტერესების დასაცავად და სამივე ინსტანციის გავლის შემდეგ ეს დავა მოსარჩელეთა მოთხოვნების სრული დაკმაყოფილებით დასრულდა, ანუ ისინი სამუშაოზეც აღადგინეს, განაცდურიც გადაუხადეს 3-3 წლის ხელფასის ოდენობით და საჯარიმო კომპენსაცია ყოველ ვადაგადაცილბულ დღეზე ასაღები თანხის 0,07%-ის ოდენობით.

სამუშაოზე აღდგენიდან ერთ კვირაში, კომპანიის ხელმძღვანელმა პაატა ჩხენკელმა ეს ადამიანები ისევ გაანთავისუფლა სამუშაოდან, რასაც კვლავ მოჰყვა სასამართლო დავა და მიმდინარე წლის 7 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, კერძოდ, მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა სრულად:

1) გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა.
2) სამსახურში აღდგენა.
3) 20 თვის განაცდურის ანაზღაურება.
4) 2 თვის. კონპესაცია.
5) საჯარიმო კომპენსაცია ყოველ ვადაგადაცილბულ დღეზე ასაღები თანხის 0,07%-ის ოდენობით.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოსარჩელეებს ულოცავს მიღწეულ გამარჯვებას და მადლობას უხდის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას და მის იურიდიულ სამსახურს გაწეული შრომისთვის.

12193467_847303472054606_2589897391558680181_n