შეხვედრა დისტრიბუტორთა ასოციაციასთან
ShareTweet ამერიკის… ShareTweet
19/05/202222 / 10 / 2014
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ BWI-ის გენერალური მდივანი ამბეტ იუსონი და ევროპის გენერალური მდივანი მარიონ ჰელმანი.
“ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოვისმინეთ სხვადასხვა ქვეყნების მშენებელთა და მეტყევეთა საქმიანობის შესახებ, ვისაუბრეთ დასაქმებულთა პრობლემებზე, არსებული პრობლემების დაძლევის გზებზე, პროფკავშირების მიღწევებზე. ჩავატარეთ ფლეშმობი ლოზუნგით “წითელი ბარათი ფიფას“ , რაც მიზნად ისახავს მშენებელთა შრომისა და უსაფრთხოების პირობების მხარდაჭერას სპორტული კომპლექსების მშენებლობებზე. დავსახეთ სამომავლო მოქმედების პერსპექტივები. ამას გარდა, მონაწილეობა მივიღე ევროპის ქალთა კომიტეტის მუშაობაში, რომლის წევრადაც ამირჩიეს“ – ამბობს მარინა კურტანიძე.
კონფერენციაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია, მოხდა ევროპის კომიტეტის ახალი კანდიდატურების რეკომენდაციების განხილვა, რომელის დამტკიცდება მოხდება შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე წლის ნოემბერში.
მარინა კურტანიძის განცხადებით, ირლანდიაში გამართულმა კონფერენციამ განსაკუთრბეულად თბილ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა.