
საა-ს შრომის სამართლის კომიტეტს რაისა ლიპარტელიანი უხელმძღვანელებს
16 / 01 / 2018
აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარედ რაისა ლიპარტელიანის კანდიდატურა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა.
პროფკავშირების გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ შრომის სამართლის კომიტეტის შექმნა და მის ხელმძღვანელად პროფკავშირების გაერთიანების პროფესიონალი წარმომაგენლის არჩევა, ხელს შეუწყობს შრომის სამართლის სფეროში, სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობის გააქტიურებას, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას შრომის სამართლის საკითხებზე, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივების ინიცირებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული კომიტეტები და ერთი დროებითი კომისია ფუნქციონირებას 2018 წლის 22 იანვრიდან შეუდგება.