პროფკავშირმა “საქართველოს ფოსტას” კიდე ერთი სასამართლო პროცესი მოუგო!
04 / 05 / 2015
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ცხრავე მუშაკი აღდგენილი იქნება სამუშაოზე განაცდურის ანაზღაურებით. სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან 2013 წლის თებერვლიდან მათი სამსახურში აღდგენამდე, ასევე ისინი განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟისაგან და ამ თანხის გადახდა დაეკისრა “საქართველოს ფოსტას”.
სასამართლოზე ყოფილ დასაქმებულთა პროფკავშირის წევრთა ინტერესებს იცავდა საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, სულიკო მაშია და “საქართველოს ფოსტის” გაერთინებული პროფკომიტეტის თავმჯდომარე მარინა რაზმაძე. სასამართლო პროცესს ასევე სოლიდარობის ნიშნად აჭარის პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც ფოსტის თანამშრომლები აცხადებენ, ეს გამარჯვება მართლაც სასიამოვნო იყო, როგორც პროფკავშირის წარმომადგენლებისათვის, ასევე რასაკვირველია სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულებისათვის
რომელთაც ირწმუნეს, რომ სამართლიანობის აღდგენა პროფკავშირის დახმარებით შესაძლებელია!