პროფკავშირებმა სამართლებრივი დავა მოიგო – მოსარჩელე 228 254 ლარს მიიღებს
ShareTweet პროფკავშირების გაერთიანებამ კიდევ ერთი საქმე მოიგო – დღეს… ShareTweet
08/04/202108 / 10 / 2013
პროფკავშირების ქალთა კომიტეტის წევრები კი ქუთაისში იმყოფებოდნენ სადაც, სს “იმერში” დასაქმებულ ქალბატონებს შეხვდნენ. აღნიშნულ სამკერვალო ფაბრიკაში სულ 300-მდე ქალია დასაქმებული და მათი 70% ახალგაზრდაა. პროფკავშირების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეთერ მათურელმა ფაბრიკაში დასაქმებულ ქალებს შრომის კანონმდებლობაში, ქალთა უფლებების კუთხით შესულ ცვლილებები გააცნო და ის წინადადებები წარუდგინა, რომლებიც პროფკავშირებს იუსტიციის სამინისტროში, შრომითი კანონმდებლობის მეორე ეტაპისთვის აქვთ შეტანილი.
შეხვედრის ერთ ერთი ორგანიზატორი სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწეველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე კლარა მაჭარაშვილი იყო. შეხვედრაში მონაწილეობდა პროფკავშირების ქალთა კომიტეტის წევრი და გაერთიანების ადამიანური რესურსების დეპატრამენტის ხელმძღვანელი, მედეა აბესაძე.
პროფკავშირების წარმომადგენლებმა შრომის კოდექში შესულ და მოსალოდნელ ცვლილებეზე დასაქმებული ქალების ინიციატივები მოისმინეს. შეგახსენებთ, შრომის კოდექსის ცვლილებების მეორე ეტაპი, რომელიც ძირითადად ქალთა უფლებებს ეხება, წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.