პროფკავშირებმა სამართლებრივი დავა მოიგო – მოსარჩელე 228 254 ლარს მიიღებს
ShareTweet პროფკავშირების გაერთიანებამ კიდევ ერთი საქმე მოიგო – დღეს… ShareTweet
08/04/202129 / 01 / 2014
გუშინ, 28 იანვარს, ტყიბულის ნახშირმომპოვებელი ძიძიგურის მაღაროს დირექტორის მოადგილე მოპოვების დარგში, 51 წლის ტარიელ ქასრაშვილი ვაგონებს შორის მოჰყვა, რის შედეგადაც თავის ქალა დაუზიანდა და გარდაიცვალა. გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მიმდინარე წლის 22 იანვარს კი, რუსთავის ქიმიურ ქარხანაში, რომელსაც ოპერირებს კომპანია შპს “რუსთავის აზოტი”, ქარხნის თანამშრომელი ომარ ქავთარაძე, სამუშაო პროცესის დროს დაახლოებით 7 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და თავის არეში სასიკვდილო ტრავმები მიიღო, რის შედეგადაც 24 იანვარს გარდაიცვალა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რუსთავის ქიმიურ ქარხანაში და ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი მორიგი ტრაგიკული შემთხვევების გამო და უთანაგრძნობს დაღუპულების ოჯახებს. საქართველოს პროფკავშირების ასევე კატეგორიულად მოითხოვს უბედური შემთხვევების მიზეზების დამდგენ კომისიებში ჩართვას, დამნაშავეთა დასჯას და დაღუპულთა ოჯახებისთვის ღირსეული კომპენსაციის გადახდას.
სამწუხაროა, რომ 2014 წელიც დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილებზე დაღუპვით დაიწყო. ეს ტრაგიკული შემთხვევები კიდვე ერთხელ ცხადყოფს, თუ რაოდენ საჭირო და აუცილებელია შრომის ინსპექციის აღდგენა.