შეხვედრა დისტრიბუტორთა ასოციაციასთან
ShareTweet ამერიკის… ShareTweet
19/05/202214 / 07 / 2017
2014 წელს სს,,საქართველოს რკინიგზა”-მ სამსახურიდან გაათავისუფლა ფილიალ ,,გლობალ ბიზნეს სოლუჟენსის” ორი თანამშრომელი – გაგა გიორგაძე და თამაზ ჭყონია. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც ახსნილი იყო რკინიგზაში მიმდინარე ტექნოლოგიური ცვლილებებით, პროფკავშირებმა უსამართლოდ მიიჩნია და ბრძოლა სამართლებრივი გზით დაიწყო.
სამწლიანი სასამართლო პროცესი, პროფესიული კავშირების და დასაქმებულების სასარგებლოდ დასრულდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ასმათ კოხრეიძემ ფაქტობრივ გარემოებად დაადგინა დასაქმებულების მიმართ პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაცია. ამასთანავე, ბათილად ცნო 2014 წლის სს “საქართველოს რკინიგზის” ბრძანება სამსახურიდან ჭყონიას და გიორგაძის გათავისუფლების შესახებ და მოსარჩელეთა სასარგებლოდ, რკინიგზას 22 700 ლარის კომპენსაციის სახით გადახდა დააკისრა.
რკინიგზელების ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი ნია ნაყეური იცავდა.