
პროფკავშირები სოციალური სამართლიანობისთვის
21 / 02 / 2019
დაგეგმილი აქტოვობა შრომითი უფლებების კუთხით, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. აქციის ორგანიზატორებმა მოსახლეობას გააცნეს პროექტები, რომლებზეც მუშაობენ, საუბარია შრომის უსაფრთხოების კანონსა და ზოგადად დასაქმების პოლიტიკაზე.
“დღეს, 20 თებერვალია, სოციალური სამართლიანობის საერთაშორისო დღე. პროფკავშირების გაერთიანება ამ დღეს საინფორმაციო კამპანიით აღნიშნავს. მოქალაქეებს ვაცნობთ მათ შრომით და სოციალურ უფლებებს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა ბექაურმა.
სოციალური სამართლიანობის საერთაშორისო დღე გაეროს ეგიდით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნება.
სტატიაში გამოყენებულია ინტერპრესნიუსის ფოტო.