მოგებული დავა ,,სვის კაპიტალის” წინააღმდეგ
ShareTweet თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დაკმაყოფილდა… ShareTweet
25/02/202124 / 06 / 2014
მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის უწყების ეს ნაბიჯი დროული და მიზანშეწონილია. ის ემთხვევა პროფკავშირების გაერთიანების ქალთა ორგანიზაციის მიერ, როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრის, ისე ქვეყანაში მოქმედი სოციალური პარტნიორობის კომისიის წინაშე დასმულ საკითხებს. ასევე თანხვედრაშია “დედობის დაცვის შესახებ” გაეროს 183-ე კონვენციის ძირითად მოთხოვნებთან.
აღნიშნული კონვენციის რატიფიცირების აუცილებლობა, გათვალისწინებულია პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის მიერ, რომლის ხელშეწყობითაც საქართველოს პროფკავშირების ქალთა კომიტეტი ახორციელებს პროექტს: “გადაწყვეტილება უკეთესი მომავლისათვის”, რომლის ძირითდი მოთხოვნაც სწორედ ზემოაღნიშნული კონვენციის რატიფიცირებაა. ჯანდაცვის სამნისტროს გადაწყვეტილება ადასტურებს პროფკავშიერების პოზიციას, რომ სახელმწიფომ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით უნდა დახვეწოს ახალგაზრდა დედების ხელშემწყობი პროგრამები.