პეტრიაშვილი გაფიცულებს შეხვდება
29 / 02 / 2016
წერილში შპს “საქნახშირის” ტყიბულის ნახშირმომპოვებელი საწარმოს მაღაროელები ითხოვენ, დაუყოვნებლივ აღსრულდეს კომპანიასა და პროფკავშირს შორის 2011 წლის 3 თებერვალს დადებული შეთანხმების შეუსრულებელი პუნქტი. კერძოდ საუბარია ოფიციალური ინდექსაციის მაჩვენებლების შესაბამისად ხელფასების ინდექსაციაზე, რაც საერთო ჯამში შეადგენს 14,2%-ს. 2011 წელს კომპანიასა და პროფკავშირებს შორის გაფორმებული შეთანხმების დანარჩენ შეუსრულებელ პუნქტებთან(მათ შორის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება), მაღაროელთა დანარჩენ საგაფიცვო მოთხოვნებთან და კომპანიის ადმინისტრაციის მიერ 2016 წლის თებერვლის მიმდინარე გაფიცვის დროს გაკეთებულ სხვა შემოთავაზებებთან დაკავშირებით, მოხდეს შეთანხმებაზე მხარეთა ხელმოწერების განახლება და მათი შესრულება გაიწეროს ეტაპობრივად, მხარეთა მიერ შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად.
