
პეტრიაშვილი ბრიუსელში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დირექტორს შეხვდა
07 / 03 / 2018
ირაკლი პეტრიაშვილს ბრიუსელში პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის (PERC) რანგში გამოსვლა ჰქონდა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე. ფართო აუდიტორიის წინაშე მიმართვისას იგი შეეხო შრომის სფეროში არსებულ გამოწვევებს რეგიონში. პეტრიაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურების მნიშვნელობა, ისეთი პრობლემების მიმართ, როგორიცაა გენდერული საკითხები, ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ანაზღაურების პრობლემები, ტრანსნაციონალური კომპანიების როლი ქვეყნების ეკონომიკაში და მათი შრომის დემპინგისკენ მიმართული პოლიტიკა. ერთ ერთ მთავარ გამოწვევად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა დაასახელა სახელმწიფოთა როლის შესუსტება – შრომის სფეროში. პეტრიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ 2018 წელს რომელიც პროფკავშირული მოძრაობის 150-ე საიუბილეო წელია, პან ევროპული რეგიონული საბჭო, სხვა საერთაშორისო შრომითი ინსტიტუტები და ეროვნული პროფკავშირები არსებული გამოწვევებს კიდევ უფრო ღირსეულად შეხვდებიან.