მოგებული დავა ,,სვის კაპიტალის” წინააღმდეგ
ShareTweet თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დაკმაყოფილდა… ShareTweet
25/02/202117 / 03 / 2016
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისთვის ეს მნიშვნელოვანი თემაა და არ არის შეჯიბრის საგანი. მზად ვართ ჩვენი კონცეფცია იქცეს მთავრობის პროექტად და არანაირი ამბიცია საავტორო უფლებებთან დაკავშირებით არ გვაქვს. ჩვენთვის მთავარია საზოგადოებამ მიიღოს მისთვის საჭირო და მინიმალური რისკების შემცველი საჭირო რეფორმა, ნორმალური და დახვეწილი პროდუქტი ახალი საპენსიო სისტემის სახით.
მიუხედავად ამისა, ეკონიმიკის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კონცეფციას აქვს უამრავი ნაკლოვანება და სხვადასხვა სისტემის ჰიბრიდს წარმოადგენს, რაც ვერ უზრუნველყოფს თანამედროვე, ევროპული ტიპის, სოლიდარობის პრინციპზე აგებული საპენსიო სისტემის დანერგვას საქართველოში.
ასევე ვთვლით, რომ დასაქმებულთა ინტერესების, ისევე როგორც სხვა სოციალური ჯგუფების ინტერესების იგნორირება, (ვგულისხმობთ პროფკავშირების ინიციატივას, რომლის შესახებაც მედია და საზოგადოება სრულყოფილადაა ინფორმირებული, თქვენ კი თითქოს არც არაფერი გსმენიათ ) ხელს არ შეუწყობს ევროპული მოდელის საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებას ქვეყანაში. სწორედ ხელისუფლების ხელოვნება უნდა იყოს, ჩართოს ყველა ჯგუფი და მათი ინტერესები მაქსიმალურად გაითვალისწინოს.
სამწუხაროა, ბიზნესმენებთან ინტენსიური შეხვედრების ფონზე, ჩვენთან შეხვედრის დრო და სურვილი არ გამოგითქვამთ და პრესის და საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით გვიწევს დასაქმებულებს და პროფკავშირებს თქვენთვის ხმის მოწვდენა.
თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ,,მეტი ევროპა“ და მეტი დაახლოება ევროპულ სტრუქტურებთან და აქედან გამომდინარე ევროპულ ღირებულებებთან- პოლიტიკოსების, ხელისუფლების და დამსაქმებელთა ინფორმირებულობას გაზრდის სამმხრივ რეალურ სოციალურ დიალოგზე, როგორც საზოგადოების ჩართულობის ეფექტურ მექანიზმზე, რის შედეგადაც მოხერხდება პროფკავშირებთან ჯანსაღი დიალოგი.
პატივისცემით
ირაკლი პეტრიაშვილი