მეხანძრე–მაშველები შიმშილობას აგრძელებენ
19 / 02 / 2014
დღეს 18:00 საათზე აქციის მონაწილეებს პროფკავშირების ქალთა კომიტეტის და სხვადასხვა ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლები მოინახულებენ და მოშიმშილეებს სოლიდარობას გამოუცხადებენ.
საპროტესტო გამოსვლა და შიმშილობა მერვე დღეა მიმდინარეობს. მოთხოვნები სამსახურიდან პროკავშირული ნიშნით გათავისუფლებული 7 მეხანძრე მაშველის აღდგენისა და თბილისის სახანძრო სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის თემურ გიორგაძის მოხსნაა.