მოგებული დავა ,,სვის კაპიტალის” წინააღმდეგ
ShareTweet თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დაკმაყოფილდა… ShareTweet
25/02/202106 / 05 / 2014
როგორც სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსი პაატა ჟორჟოლიანი აცხადებს, 8 მაისს დასრულდება „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ მიერ მედიატორების გადამზადება, რის შემდეგ შეიქმნება მედიაციის რეესტრი.
რეესტრში გაერთიანებული მედიატორები, მინისტრის ბრძანებით, ერთი, რომელიმე კონკრეტული დავის გადაწყვეტაში ჩაერთვებიან და რეკომენდაციებს ორივე მხარისთვის მოამზადებენ.
პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის გოჩა ალექსანდრიას განცხადებით, ზოგადად სტატუსით მედიატორები აქამდე არ არსებობდნენ, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სამინისტრომ მედიატორის საშუალებით შრომითი დავა დაარეგულირა, კაზრეთში კომპანია RMG-ისა და მასში დასაქმებულებს შორის არსებული პრობლემა იყო.
ალექსანდრიას ინფორმაციით, მაისიდან ამოქმედებული რეესტრის მიერ დადებულ დასკვნის შესრულება მხარეებისათვის სავალდებულო არ იქნება.
მთავრობის ბოლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება შრომის მედიაციის ინსტიტუტის შექმნაზე მუშაობს, რომელშიც საერთაშორისო ინსტიტუტებიც არიან ჩართული.
commersant