ირაკლი პეტრიაშვილი საფრანგეთში მიმდინარე სოციალურ პროტესტს სოლიდარობას უცხადებს
საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი, საფრანგეთში მიმდინარე…
12/12/201901 / 11 / 2013
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა, ლავრენტი ალანიამ ფოთის პროფკავშირულ ორგანიზაციებში (“ბარვილ ჯორჯია”, “მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია”, შპს “ჯტს”) განვითარებული მოვლენების შესახებ გააკეთა მოხსენება.
ხოლო რკინიგზელთა ახალი პროფესიულ კავშირის თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ, დღეს საქართველოს რკინიგზაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. საინტერესო იყო პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის პრეზიდენტის, მაია კობახიძის მოხსენებაც, რომელმაც ამჟამად მიმდინარე სასამართლო პროცესის შესახებ ამცნო კოლეგებსა და გაერთანების წევრებს.
პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტმა, რაისა ლიპარტელიანმა კი ორი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა და ჯერ შრომის კოდექსში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე ცვლილებების შესახებ ისაუბრა, შემდეგ კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნილი კონსტიტუციური სარჩელის შესახებგააკეთა განმარტებები.
როგორც იცით ინფორმაციის დღე პროფკავშირში რეგულარულ ხასიათს ატარებს და პროფკავშირის დარგებს შორის ინფორმაციის გაცვლას და აქედან გამომდინარე, ურთიერთსოლიდარობის გაღვივებას უზრუნველყოფს