ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების პან-ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის, დანიის და ლიტვის პროფკავშირებმა წარადგინეს

2Q==ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების  პან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე, ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის, დანიის და ლიტვის პროფკავშირებმა წარადგინეს.

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის  პან-ევროპული ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები 15 დეკემბერს, ბრიუსელში გაიმართება. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ამ პოსტზე კენჭს ევროპის ხუთი ქვეყნის წარდგინებით იყრის, რომლებმაც პროცედურულად ოფიციალური მიმართვა კონფედერაციის სამდივნოს უკვე გაუგზავნეს.

მხარდაჭერის წერილი საქართველოს პროფკავშირების ლიდერმა ათზე მეტი ქვეყნისგან მიიღო, მათ შორის ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის პროფკავშირებიდან. პეტრიაშვილს ღია მხარდაჭერას ბალკანეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლებიც უცხადებენ.

პროფკავშირების კონფედერაციის პან ევროპული ორგანიზაცია, ევროპის კონტინენტის ყველა ქვეყნის პროფკავშირებს აერთიანებს, მათ შორის, ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან და მილიონობით დასაქმებულის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კუთხით, ასეთი მაღალი რანგის, საპატიო თანამდებობაზე საქართველოს წარმომადგენელი ჯერ არ ჰყოლია და გამარჯვების შემთხვევაში ეს არა მარტო საქართველოს პროფკავშირების, არამედ ქვეყნის დიდი მონაპოვარიც იქნება, რადგან ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს მიმართ ევროპის ინტერესს, როგორც დემოკრატიული განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნის.

ასეთ მაღალ საერთაშორისო თანამდებობაზე, პეტრიაშვილის წარდგენა კი თავისთავად უკვე ნიშნავს საქართველოს პროფკავშირების კიდევ უფრო დიდ საერთაშორისო აღიარებას.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება  (10.12.2015)