მოგებული დავა ,,სვის კაპიტალის” წინააღმდეგ
ShareTweet თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დაკმაყოფილდა… ShareTweet
25/02/202126 / 06 / 2014
ამონარიდი პეტრიაშვილის გამოსვლიდან:
“პროფკავშირები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მთლიანად მხარს უჭერს იმას, რომ ქართულმა ბიზნესმა, შრომით სფეროში ისარგებლოს ისეთი საშეღავათო სისტემებით, როგორიცაა ‘GSP+’ პრეფერენციების სისტემა და ‘DCFTA’ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი ხვალ ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოეწერება. ჩვენი კვლავაც განვაგრძობთ შრომითი უფლებების მონიტორინგს, რათა ხელისუფლების და კერძო კომპანიების ქმედებები შრომით ურთიერთობებში, შეესაბამებოდეს იმ ვალდებულებებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აღნიშნული საშეღავათო პირობებით სარგელობის სანაცვლოდ ეკისრება.”
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიესალმება ასოცირების შეთანხმების გაფორმებას ევროკავშირთან. აღნიშნული შეთანხმება ჩვენთვის ევროპის ცივილიზებულ ოჯახთან ინტეგრაციის უმოკლესი გზაა, რომელიც სხვა ვალდებულებებთან ერთად შრომითი უფლებების ევროპულ შრომით სტანდარტებსა და უფლებებთან მაქსიმალურ მიახლოებას მოითხოვს.