ირაკლი პეტრიაშვილი ამერიკული პროფკავშირის აქტივისტ ერიკ ლის შეხვდა
01 / 11 / 2016
თბილისში იმყოფება პუბლიცისტი, მკვლევარი, ამერიკული პროფკავშირული მოძრაობის მემარცხენე აქტივისტი, ისრაელსა და ბრიტანეთში პროფკავშირული მოძრაობის მხარდამჭერი, ამ მიმართულებით მრავალი სტატიისა და და ნაშრომის ავტორი, პირველი საერთაშორისო პროფკავშირული ვებ გვერდის Labor Start – ის დამფუძნებელი, ერიკ ლი.
მისი ვიზიტის მიზანია საზოგადოების წინაშე წარსდგეს საჯარო ლექციით და ასევე გააცნოს მისი ნაშრომი “სხვა სამყარო მშრომელებისათვის, შესაძლებელი იყო – ქართული ექსპერიმენტი, 1918-1921წწ”. რომელიც მოგვიანებით წიგნად გამოიცემა, ბატონ ერიკ ლისთან შეხვედრა გაიმართება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, / თბილისი, გუდიაშვილის ქ. 7/ მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 17.30 საათზე.
ერიკ ლის საჯარო ლექციამდე დღეს ირაკლი პეტრიაშვილი შეხვდა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან საუბრის მთავარი თემა იყო პროფკავშირები მსოფლიოში და მისი
პერსპექტივა.