მოგებული დავა ,,სვის კაპიტალის” წინააღმდეგ
ShareTweet თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დაკმაყოფილდა… ShareTweet
25/02/202111 / 11 / 2014
“სოკარის“ ავტოგასამართ სადგურზე პროფკავშირელმა ახალგაზრდებმა სიმბოლურად დაალაგეს სკამები და სადგურის თანამშრომლებს ამ სკამებზე ცოტა ხნით ჩამოჯდომა და დასვენება შესთავაზეს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი თანამშრომელი ამ შეთავაზებას ხალისით დათანხმდა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აღნიშნული საკითხი მართლაც პრობლემურია და მოგვარებას საჭიროებს. ავტოგასამართ სადგურთან მიტანილ საპროტესტო პლაკატებზე ეწერა: “მუშა დ არაა მონა“, “სკამები ძვირი არ ღირს“, “მათ აქვთ დაჯდომის უფლება“, “თუ არ დასვამ სკამზე, პროფკავშირი ფეხზე ადგება!“ და სხვა…
როგორც პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, გიორგი აფციაური აცხადებს, მათ “სოკარის“ წარმომადგენელი შეხვდა და პირობა მისცა, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობას ეცნობება. აფციაური გამოთქვამს იმედს, რომ ეს პრობლემა ადვილად და მყისიერად მოგვარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალგაზრდები მსგავსი ტიპის აქციებს მანამდე გააგრძელებენ, სანამ დასაქმებულთა კანონიერი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული.