შეხვედრა დისტრიბუტორთა ასოციაციასთან
ShareTweet ამერიკის… ShareTweet
19/05/202209 / 10 / 2017
კომპანია ”ალბატროსის” ადმინისტრაცია დიალოგზე წამოვიდა და გენერალურ დირექტორთან, ზაზა ჩხაიძესთან და კომპანიის კიდევ ერთ წარმომადგენელთან მოლაპარაკება კონკრეტული შედეგებით დასრულდა. მოლაპარაკების პროცესში ექვსი მუშა და პროფკავშირის გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მონაწილეობდა. კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, დაცვის სამი პირი, რომლებიც მუშების ცემაში მონაწილეობდნენ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო ლევან კერვალიშვილი მუშების ცემის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან დროებით ჩამოშორებულია. დოლაბერიძის თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებს გადასცეს და ისინი სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ. ავჭალის პოლიციის განყოფილების გამომძიებლებმა ცემის ფაქტთან დაკავშირებით ოთხი მუშა დაკითხეს და მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.