ელმავალმშენებელი მასშტაბურ აქციას აანონსებს

კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდიარეობდა აქცია ელმავალმშენებელ ქარხანასთან. პროფკავშირებს, მედიატორს და დამსაქმებელს შორის მოლაპარაკება მხოლოდ იმიტომ არ შედგა, რომ ქარხნის ადმინისტრაციამ პროფკავშირებთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მედიატორმა გაჯიუტებული მხარის დათანხმება ვერ მოახერხა. ადმინისტრაციის ულტიმატუმმა ვითარება დაძაბა. დასაქმებულები პროფკავშირების წარმომადგენლობით, ქარხნის ადმინისტრაციას ვადას სამშაბათამდე აძლევენ. თუ სამშაბათს დილის 10:00 საათამდე დამსაქმებელი ვერ წარმოადგენს კონკრეტულ ვადებს, თუ როდის მოხდება დავალიანების გასტუმრება და დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორება – მასშტაბური აქცია დაიწყება.