დასაქმებულთათვის გამოხატული სოლიდარობა შრომის დღეს!

ორშაბათს  პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხელს მოაწერს ბრძანებას სადაც მითითებული იქნება ფედერალური კონტრაქტორი თანამშრომელებისთვის ავადმყოფობის გამო აღებული შვებულებების ანაზღაურება, მათ შორის, ის 300,000 თანამშრომელი რომლებსაც საერთოდ არ  მიუღიათ.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ფედერალური კონტრაქტით დასაქმებულებს აქვთ უფლება 30 სამუშაო საათის განმავლობაში მინიმუმ ერთი საათი იყოს ანაზღაურებადი.

 

ამ ბრძანებით, დასაქმებულებს ექნებათ საშუალება გამოიყენონ შვებულება მათი შეუძლოდ მყოფი ნათესავების მოსავლელად, ეს კი ძალაში შევა 2017 წელს, ზუსტად იმ დროს როცა ობამა დატოვებს პრეზიდენტის პოსტს.

 

ბოსტონში შრომის დღის აღნიშვნა მიმზიდველი აღმოჩნდა  ცნობილი პოლიტიკოსებისათვის, სენატორი ელიზაბედ ვორენი, დ-მასსი., და ბოსტონის მერი მარტი ვოლში.

 

ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და შრომის ამერიკული ფედერაცია-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესის (AFL-CIO) პრეზიდენტმა რიჩარდ ტრუმკამ ერთად მიიღეს მონაწილეობა ორშაბათს პიტსბურგში გამართულ შრომის დღის აღლუმში.