დასაქმების ფორუმზე ირაკლი პეტრიაშვილმა პროფესიული სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
22 / 09 / 2014
საქართველოს პროფკავშირი ყოველთვის აკეთებდა აქცენტს იმაზე, რომ სახელმწიფოს მეტი ჩართულობაა საჭირო ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რადგან ღირსეული დასაქმების გარეშე, ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება უბრალოდ ვერ მოხდება. როგორც უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემები და გამოკითხვები აჩვენებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ქვეყნის ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს.
დასაქმების ფორუმზე 150–მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაზე დასასწრებად და დამსაქმებლებთან უშუალოდ გასასაუბრებლად კი რეგისტრაცია დასაქმების 5 507-მა მსურველმა გაიარა.
ფორუმზე მონაწილეობა თბილისის მასშტაბით არსებულმა მსხვილმა საწარმოებმა და პროფესიული განათლების 10–მდე კოლეჯმაც მიიღო. პოტენციურ დამსაქმებლებს შორის “საქართველოს ფოსტა”, სადაზღვევო კოპმპანია”არდი”, “კოკა-კოლა”, “ყაზტრანსგაზი”, დაცვის კომპანია “ალგანი”, “ჯეოსელი” და ა.შ. იყვნენ.
დასაქმების ფორუმი მიმდინარე წლის აპრილშიც ჩატარდა. მასში მონაწილეობა რამდენიმე ათასმა მსურველმა მიიღო.