
გიგა ბექაური PERC-ის ახალგაზრდული კომიტეტის წევრად აირჩიეს
08 / 11 / 2017
PERC -ის რიგით მეხუთე ახალგაზრდული კონფერენცია აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა. კონფერენციას ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ. ორი დღის განმავლობაში, ახალგაზრდული კომიტეტის შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის (ITUC) -ის მთავარი პროგრამა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
PERC -ის ახალგაზრდული კომიტეტის პრეზიდენტის პოსტი ესტონეთის წარმომადგენელმა რომან ზაიცევმა დაიკავა.