შეხვედრა დისტრიბუტორთა ასოციაციასთან
ShareTweet ამერიკის… ShareTweet
19/05/202204 / 05 / 2018
მთავრი მოთხოვნები: ხელფასის მომატება, შრომის პირობების გაუმჯობესება, დასვენების და უქმე დღეებით სარგებლობის უფლება და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაა. დასაქმებულები აცხადებენ, რომ მათი დიდი ნაწილი კონტრაქტის გარეშე, დღეში 10-11 საათს ფიზიკურად მუშაობს, დამსაქმებელი კი თვის განმავლობაში ერთი დასვენების დღით სარგებლობის უფლებასაც კი არ აძლევს.
დასაქმებულების ინტერესებს პროფკავშირები იცავენ. გაერთიანების წარმომადენლები და იურისტი სპარტაკ ვარძელაშვილი ადგილზე დასაქმებულებს და დამსაქმებლებს ყოველდღიურად ხვდებიან და მათთან მოლაპარაკებებს მართავენ. მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს ხელშეკრულებებზე, აღსანიშნავია რომ დასაქმებულთა ნაწილს კომპანიის ადმინსტრაციასთან ხელშეკრულება გაფორმებული საერთოდ არ აქვს, ნაწილს კი რომელთაც გაუფორმდა ხელი კანონმდებლობასთან შეუსაბამო დოკუმენტზე მოაწერინეს.
ჩინური კომპანია”სინო ჰიდროს” ოსიაური ჩუმათელეთის ფილიალის თანამშრომლები, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სამუშაოზე დაბრუნებას არ აპირებენ.