ბარაკ ობამას ისტორიული სიტყვა პროფკავშირების მხარდასაჭერად
02 / 09 / 2014
“იცით რა? მე რომ ვეძებდე კარგ სამსახურს, რომელიც მომცემს სტაბილურობას ჩემი ოჯახისთვის – მე გავწევრიანდებოდი პროფკავშირში. მე თუ თავდაუზოგავად ვმუშაობ სერვისის სექტორში და მინდა პატიოსნად ავიღო ნამუშევარის საფასური, – მე გავწევრიანდებოდი პროფკავშირში. მე თუ ვიქნებოდი მეხანძრე ან პოლიციელი და ყოველდღიურად სიცოცხლის დაკარგვის რისკის წინაშე ვიდგებოდი რათა ჩემი ხალხი დამეცვა და უსაფრთხოება შემექმნა მათთვის და ამავდროულად ისიც მინდა, რომ ჩემს ოჯახსაც უსაფრთხოდ დავუბრუნდე ყოველდღე – მე გავწევრიანდებოდი პროფკავშირში. მე მინდა, რომ პროფკავშირი ჩემზე ზრუნავდეს!
თუ ჩვენ გვეყოლება ისეთი კონგრესი, რომელიც მშრომელების პოლიტიკის გაუმჯობესებაზე იზრუნებს. გპირდებით, რომ ყველაფერს რასაც გპირდებოდით და ვამბობდით – აუცილებლად გავაკეთებთ.
მე იმიტომ კი არ ვიყარე კენჭი პრეზიდენტობაზე, რომ ზემოდან ქვევით ჩამომავალი ეკონომიკის პოლიტიკა მეწარმოებინა. მე იმიტომ ვიყარე კენჭი, რომ მჯერა ქვემოდან ზევით ავლითი ეკონომიკის პოლიტიკის. მე თქვენზე დავდე ფსონი! მე ამერიკელ მშრომლებზე დავდე ფსონი!“ – ამბობს ბარაკ ობამა.
ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ ბარაკ ობამას გამოსვლის სრული როგორც ვიდეო, ასევე ტექსტური ვერსია: http://edition.cnn.com/2014/09/01/politics/obama-union-workers/index.html