ბათუმში ხარაჩოებიდან ჩამოვარდნილი მუშის მდგომარეობა მძიმეა
04 / 07 / 2014
მორიგე ექიმის განცხადებით, დაზარალებული 45 წლის მურმან ლაშხია. მას თავის არეში მრავლობითი სხვადასხვა სირთულის დაზიანებები აღენიშნება.
როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს კომპანია “აკმე-ჯორჯია” აშენებს. კომპანიაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.
მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების კუთხით სერიოზული პრობლემები არსებობს _ მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს რეგულაცია, რომლითაც განხორციელდება შრომის უსაფრთხოებისა და პირობების მონიტორინგი სამუშაო ადგილებზე. საკითხის სიმწვავეზე ბოლო წლებში სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევებისა და დაშავებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა მიუთითებს.