ირაკლი პეტრიაშვილი ქალებს – ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს ულოცავს და პარლამენტს და მთავრობას მიმართავს
ShareTweet ამ დღესთან დაკავშირებით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს… ShareTweet
08/03/202115 / 01 / 2014
კერძოდ, შპს “ახალი მშენებლობა“ დასაქმებულებს არ უხდიდა კუთვნილ ხელფასს. არქტიტექტურის მშენებლობისა და საშენმასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა იურიდიული დახმარებისათვის მიმართა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიულ სამსახურს.
შპს “ახალი მშენებლობის“ ადმინისტრაციასთან 1 თვიანი სატელეფონო კონსულტაციების შემდეგ, სახელფასო დავალიანების ნაწილი ანაზღაურდა, რამაც სულ 5120 ლარი შეადგინა. გაერთიანების იურიდიულმა სამსახურმა დამსაქმებელი კომპანიისაგან მიიღო დაპირება, რომ თანხის მეორე ნაწილი უახლოეს მომავალში დაიფარებოდა, თუმცა უშედეგოდ.
2014 წლის 10 იანვარს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიულმა სამსახურმა მოამზადა სარჩელი, შპს “ახალი მშენებლობის“ მიმართ, რომელიც, გაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესის მიმდინარეობას და შედეგებს დამატებით გაცნობებთ.