მოგებული დავა ,,სვის კაპიტალის” წინააღმდეგ
ShareTweet თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დაკმაყოფილდა… ShareTweet
25/02/202105 / 06 / 2014
აჭარის მშენებელთა დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარემ პროფესიული კავშირის შექმნის მიზეზებზეც ისაუბრა.
“იაპი გიუვენ ბათუმში“ ამბობენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს გადაწყვეტილების თაობაზე მხოლოდ წინასწარ ინფორმირება მოთხოვა, თუმცა ეს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არ გამხდარა.
განცხადებები გააკეთეს “სინოჰიდროში“ დასაქმებულებმაც. წლების განმავლობაში არსებულ პრობლემებს აქ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე დასაქმებულთა სამსახურიდან უმიზეზო დათხოვნაც დაემატა.
აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ილია ვერძაძე ამბობს, რომ მდგომარეობის შესწავლის მიზნით წერილი საქართველოს მთავრობას გაეგზავნა და თუკი მას რეაგირება არ მოჰყვება, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ.
აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანებაში გაკეთებულ განცხადებებს მთავრობის თავმჯდომარეც გამოეხმაურა.
დასაქმებულები უცხოური კომპანიების მიერ დამკვიდრებულ ტენდენციებზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ სამუშაოების ბოლო ეტაპზე თანამშრომლებს უხელფასოდ ტოვებენ და ქვეყნიდან მიდიან, რისთვისაც ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ.