არასრულწლოვანის შრომა და შრომის კანონი
12 / 03 / 2014
14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე. ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.
თუმცა აქვე უნდა ვიცოდეთ, რომ აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებებისდამზადებასთან, გადაზიდვასთან და გაყიდვასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.
არ შეიძლება არასრულწლოვანის დასაქმება მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოზე, რაც ცუდად იმოქმედებს შემდგომში მოზარდის ჯანმრთელობისა და ფიზიკურ განვითარებაზე. ასევე, დაუშვებელია არასრულწლოვანის დასაქმება ღამის სამუშაოზე. ასეთ შემთხვევაში პასუხს აგებს დამსაქმებელი. არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენლებს უფლება აქვთ მოითხოვონ ასეთი ხელშეკრულების გაუქმება.