ალბანეთის პროფკავშირების კონფედერაციამ 25 წლის იუბილე აღნიშნა
27 / 06 / 2016
ირაკლი პეტრიაშვილი ალბანეთის პროფკავშირების კონფედერაციის 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო. პეტრიაშვილი ტირანაში მიმდინარე ღონისძიებებში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის და პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის რანგში მონაწილეობს. საქართველოსა და ალბანეთის ურთიერთობა ბოლო წლებში განსაკუთრებით მეგობრული და თბილი გახდა. ალბანეთი, როგორც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს ევრო სტრუქტურებში ინტეგრაციის მომხრე და მხარდამჭერია. თავის მხრივ ალბანეთის პროფკავშირისთვის საინტერესო საქართველოს პროფკავშირების საქნიანობა და გამოცდილებაა.


