
“აზოტის” გაშვებული თანამშრომლები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ
01 / 02 / 2017
სს ,,რუსთავის აზოტთან“ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთობლივი საპროტესტო აქცია გაიმართა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ისინი პროტესტს ქარხნიდან გაშვებული მუშების სამსხურში აღდგენამდე არ შეწყვეტენ. აქციის მონაწილეებს პროფკავშირებთან ერთად საწარმოს ცენტრალური შესასვლელი ორი საათის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი და სკანდირებდნენ ,,სოლიდარობა რუსთავის აზოტელებს“. მათ დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ,,აუდიტორია 115“-ის წევრებიც შეუერთდნენ.
,,რაც ხდება არის სრული უმსგავსობა. პატიოსან, მშრომელ ადამიანებს ათავისუფლებენ და მათ ადგილას მევახშეები და ბანკირები მდიდრდებიან, ამას ბოლო უნდა მოეღოს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კაკაბაძემ.
,,აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლის დავით გალაშვილის განცხადებით, ,,აზოტის“ ამჟამინდელი ხელმძღვანელობა საწარმოდან კიდევ 350 თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებს, სამსახურში დატოვებულებთან კი გამოსაცდელი 4-თვიანი ვადით კაბალურ შრომით ხელშეკრულებებს აფორმებენ.
,,ამ ადამიანებს უსამართლოდ მოექცნენ, დამსაქმებელმა დაარღვია კანონმდებლობა.
„რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მათ არავინ გამოუშვიათ სამსახურიდან, თუმცა ტერიტორიაზე არ უშვებენ თანამშრომლებს, რომელთაც საშვები დაუბლოკეს. გვქონდა ინფორმაცია, რომ კიდევ 350 ადამიანის გაშვებას აპირებენ. ჩვენ შევქმენით მუშა ჯგუფი, ხვალ მოეწყობა გაფიცვა, პარასკევს კი რუსთავში მასშტაბურ საპროტესტო მსვლელობას