აზარტული თამაშების ბიზნესში დასაქმებულთა შრომითი უფლებები

სტატიის ავტორი: დავით არაბიძე

საქართველოში აზრტული თამაშების ლეგალიზაცია სამორინეეების სახით, ჯერ კიდევ 1990 წელს მოხდა, როდესაც თბილისში შვედული ინვესტიციის საფუძველზე გაიხსნა პირველი სამორინე – „ორი ჯუჯა“. დღეს ამ ბიზნესში 100-ზე მეტი კომპანია არის ჩართული, რომელთაგან 30-ზე მეტი მსხვილი საწარმოების კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კომერციული საიდუმლოების დაცვის საბაბით არ აქვეყნებს სრულ ინფორმაციას ამ კომპანიების მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადახდილი თანხებისა და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ. დღეს ქვეყანაში აზარტული თამასების ბიზნესი 6 იურიდიული აქტით რეგულირდება, ესენია:

ა) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესისა და პირობი შესახებ“ დებულებისა და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა  და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესისა და  პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსისი 2004 წლის №94 ბრძანება;

ბ) „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №11-1013 ერთობლივი ბრძანება;

გ) საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „სათამაშო ბიზნესისი მოსაკრებლის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „ლატარიების, აზრტული და მომგებიანი ტამაშობების მოწყობის შესახებ“.

აზარტული თამაშების ბიზნესში დასაქმებულთა პროფესიული ნუსხა ვრცელია, აქ დასაქმებულები არიან: დამლაგებლები, მიმტანები, მოლარეები, რეგისტრატორები, მიმღებები, დილერებს, კრუპიეებს (თამაშის წამყვანები), პიტ-ბოსებს (გამოცდილი მოთამაშეები), მენეჯერები, დირექტორები და გენერალური დირექტორები.

დამლაგებლისა და მიმტანის ხელფასი 500 ლარამდეა, მოლარეებისა და რეგისტრატორების 800 ლარამდე, მიმღებებისა და დილერების 1000 ლარამდე, კრუპიეებისა (თამაშის წამყვანი) და პიტ-ბოსების (გამოცდილი მოთამაშე) ხელფასი შეთანხმებითია და დამოკიდებულია მათ ოსტატობაზე (დაწყებული შაფლით – ბანქოს აჭრა და გათავებული რულეტის თითოეული უჯრის ნომრის ცოდნით) 1500 ლარამდეა, მენეჯერების ხელფასი 2000 ლარამდე, დირექტორების 2500 ლარამდე, ხოლო გენერალური დირექტორების 3500 ლარამდე. აზარტული თამაშების ბიზნესსი დასაქმებულთა შრომა როგორც წესი ზეგანაკვეთურია და ქვედა და შუა რგოლის მუშაკები არანაირი სოციალური პრეფერენციებით არ სარგებლობენ. ამ ვითარებაში მათთვის სრულიად აუცილებელია პროფკავშირებში ორგანიზება, რაც შექმნის მათი სოციალური, შრომითი, ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებებისა და ინტერესების დაცვის სათანადო საფუძველს. აზრტული თამაშების ბიზნესში დღეს დასაქმებულთა რიცხვი რვა ათასს უახლოვდება, ამ სფეროში ჯამური ბრუნვა კი ორ მილიარდ ლარს. ეს ნათლად ადასტურებს იმ უცილობელ ფაქტს, რომ აზარტული თამაშების ბიზნესისთვის ცივილიზებული სახის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ სფეროში დასაქმებულთა და დამსაქმებელთა შორის დაიწყება სოციალური დიალოგი, რომლის შედეგიც იქნება ყოვლისმომცველი  სოციალური პარტნიორეობა. ეს შესაძლებელი იქნება აზარტული თამაშების ბიზნესში პროფკავშირული ორგანაიზინგის გაშლით, პროფკავშირებში დასაქმებულთა მასობრივი გაერთიანებით. ეს ამოცანა გადასაწყევეტია და იგი  გადაწყდება კიდეც.